მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, როგორც [სტიქიის] პრევენციისთვის, ისე შემდეგ იმ ზიანის აღმოსაფხვრელად - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

სახელმწიფო მობილიზებულია, რომ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი და მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველადი საჭიროების ნივთი, – ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველა ზომას იღებს სტიქიის პრევენციისა და ზიანის აღმოსაფხვრელად.

„ამინდის მხრივ, ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება. მათ შორის პროგნოზიც არის, თუ არ ვცდები, ორი დღე კვლავ იქნება თოვა. სახელმწიფო სრულად მობილიზებულია, რომ, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველადი საჭიროების ნივთი და ა.შ. ჩვენ დღეს თბილისში ვიმყოფებით და ამინდი აქ მართალია მოწმენდილია, მაგრამ, როგორც იცით, სტიქია კვლავ გრძელდება, თოვლი არის და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, რათა კომუნიკაციები იყოს. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა როგორც პრევენციის, ისე შემდეგ იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასეთ დროს მოაქვს ხოლმე სტიქიას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გურიასა და აჭარაში დიდთოვლობის გამო არა ერთი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ვერ ხერხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები