მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვიღაც ადამიანების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას - დიპლომატი

სს

წერტილი უნდა დაესვას სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვიღაც ადამიანების პარპაშს, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“დიპლომატმა & საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე სვლა სჭირდება და ეს ყველას ინტერესი უნდა შედიოდეს.

„უნდა გავიაზროთ, ის რაც არასდროს მომხდარა ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან. მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გაერთიანებამ ევროკავშირმა გვითხრა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად 2030 წელს ევროკავშირის წევრი ვიქნებით. ამაზე მეტი სტიმული რა უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველაფერი ქნა იმისთვის რომ შენი ქვეყანა გავიდეს ისტორიულ სამშვიდობოს. ეს ხომ არ არის მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, ეს არის გაერთიანება, მსოფლიოში ყველაზე დაცული სახელმწიფოების.

საქართველოს ისტორიული პრობლემა არის ფიზიკური უსაფრთხოება და წლების განმავლობაში ვერ მიღწეული ეკონომიკური კეთილდღეობა. ამის ხელიდან გაშვება უდიდესი დანაშაული იქნება. მაგრამ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ. წერტილი უნდა დაესვას სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვიღაც ადამიანების პარპაშს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები