მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის მომსახურების ანაზღაურების დრო რადიკალურად შემცირდება - პრემიერი

კობახიძე

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მომსახურების ანაზღაურების ვადები რადიკალურად შემცირდება - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შემდეგ გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ეფექტიანობა.

"ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ანაზღაურების ვადები შემცირდება მნიშვნელოვნად. ეს იყო ერთ-ერთი ის საკითხი და პრობლემა, რასაც მუდმივად აყენებდნენ კლინიკები. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ ვადები შემცირდეს. ამ ვადების რადიკალურად შემცირება იგეგმება, რის შემდეგაც, გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის, 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში 952,885,133 ლარი დახარჯა, რაც წლიური გეგმის ანუ 1,034,078,830 ლარის 92%-ია, შესაბამისად, დარჩენილი სამი თვის განმავლობაში ამ მიმართულებით ასათვისებელი თანხა 81.2 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები