მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის თვითგამოხატვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების შესათავაზებლად, თბილისში ახალი თეატრი -”თეატრი სახელოსნო 42” გაიხსნა. Მის სათავეში და ყველასთვის კარგად ნაცნობი ორი პროფესიონალი, თეატრალური სფეროს გამორჩეული დუეტი, ლევან წულაძე და ეკა მაზმიშვილი არიან. ორივე მათგანმა მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად მარჯანიშვილის თეატრის დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახლა მთელი ძალისხმევით ახალი თეატრის ამბებში ჩაერთნენ, იმ თეატრის, რომელიც თავისი კონცეფციით ყველა სხვა თეატრისგან გამორჩეული და რაც მთავარია, სრულიად დამოუკიდებელია.
სტუმარი: ეკა მაზმიშვილი - “სახელოსნო 42”-ის მენეჯერი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად