მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელოვნებო სფეროზე "ქართული ოცნების" მიერ კონტროლის დამყარების მორიგი მცდელობა - საია დოიაშვილის გათავისუფლებაზე

ახალი თეატრი

"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება “ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა - ამ შეფასებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს.

მათი განცხადებით, რეჟიმმა ყოველდღიურობად აქცია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი კადრებისგან წმენდა, რითაც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, ადამიანების დაშინებას და დამორჩილებას.

"საია აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც “ქართული ოცნების” მორიგ მცდელობას, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური.

ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურა.

საია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებს", - წერია საია-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები