მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი. ჩამოშლილია ყველა ინსტიტუტი" - ივა ჭყონია

ივა ჭყონია

„სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი. ჩამოშლილია ყველა ინსტიტუტი, სამართალდამცავები საერთოდ აღარ არსებობენ“, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ივა ჭყონიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს რუსული რეჟიმი მართავს და გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც სცემეს, რიგითი „ანწუხელიძე იყო“.

„გუშინ ჩემი თვალით ვუყურე, როგორ მოუძღოდა საპატრულოს ორი ეკიპაჟი იმ ბანდფორმირებებს. სამწუხაროდ, 90-იანი წლები ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ თამაშის რაღაც წესები არსებობდა, დღეს სახეზეა სრული თავგასულობა. გუშინ რასაც ვუყურე, ჟურნალისტს, ოპერატორს როგორ მოექცნენ, ოპერატორი გუშინ იყო რიგითი ანწუხელიძე, როგორც ანწუხელიძეს ფეხებით შედგნენ, სცემეს და ცემაში მოკლეს, ეს უნდათ. რუსული რეჟიმი გვმართავს! ახლა, ვინც ჩუმად დგახართ, ხელებს ურტყამთ „ფეისბუქზე“ და სისულელეებს „პოსტავთ“, ვინ უნდა გამოიძიოს, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ? როდემდე უნდა „გაბოლონ“, რა ტრამპი, რის ტრამპი, ვინ აღიარებთ ამათ? გამოდით, ყველა დავდგეთ ერთად, ვერავის შეგვაშინებენ. ეს ბანდფორმირებები არიან 50-100 კაცი, ჩვენ ვართ 100 ათასი“, - ამბობს ჭყონია.

მისივე განმარტებით, გუშინ, მათ ოფისში შეჭრა კონკრეტულ ადამიანზე თავდასხმა არ იყო. მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის სცემდნენ და ამ დარბევას სულ რამდენიმე წამით გაასწრო.

„ხალხო, რაც გუშინ გააკეთეს. იქ, სადაც გაბედეს, ჩვენი პარტიის ოფისში რომ მოსულიყვნენ და ვინ შეხვდებოდათ, არ ჰქონდა მნიშვნელობა. კობა ხაბაზი შემთხვევით მოხვდათ იქ. ერთი წამით ავცდით. ვუყურებდი, როგორ მორბოდნენ, უბრალოდ გავასწარი. იქ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, გაიმეტებდნენ. იქ არის მედია საშუალება BMG, გიორგი ისაკაძე, რომელმაც ხმამაღლა ისაუბრა და დღეს ბიზნესს ესაუბრება, რომ მოვიდნენ და დაიწყონ საუბარი.

ყველას, იმ ადამიანს, რომელიც რაღაც საქმით არის დაკავებული, ვინც ამ ქვეყნისთვის დოვლათს ქმნის, გამოდით! აუცილებლად თქვით, ის რაც ხდება. ვინც არ იცით, მე მოგიყვებით. ჩემი თვალით ვნახე ჩვენი პატრული, პოლიცია, რომელიც მილიციად და ომონად არის ქცეული“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის, გუშინ კოალიცია "ცვლილებისთვის“ წევრებს, საკუთარ ოფისში, თავს დაესხნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები