მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახლები სამტრედიაში, აბასთუმანსა და ამბროლაურში - დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ ქონებრივი დეკლარაცია განაახლა

გივი ჭიჭინაძე

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ დეპუტატს გივი ჭიჭინაძეს 2025 წელს პარლამენტში საქმიანობიდან 116 914 ლარის ხელფასი აქვს აღებული. ამასთან, გასული წლის განმავლობაში მას ანსამბლ „ქართულ ხმებში“ სოლისტობისთვის 5 329 ლარის გადაუხადეს.

აღსანიშნია, რომ გივი ჭიჭინაძემ 2025 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქეობისთვის 900 ლარიც მიიღო.

მისი ცოლი მაია სოხაძე-ჭიჭინაძე ვ.ჭაბუკიანის სახ. ქორეოგრაფიული სასწავლებელში პედაგოგია და გასულ წელს ამ პოზიციაზე მან 9 450 ლარის ხელფასი აიღო.

დეკლარაციის შევსების დროისთვის გივი ჭიჭინაძეს „ბანკი ქართუს“ ანგარიშზე 8929 ლარი და 3013 ევრო ჰქონდა.

გასულ წელს დეპუტატის ცოლმა მაია სოხაძე-ჭიჭინაძემ 72 000 დოლარად თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 41 კვ.მ.-ის ფართობის ბინა და 500 დოლარად სარდაფი იყიდა. ცოლის საკუთრებაშია ასევე 2016 წელს, თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე ნაჩუქარი 55 კვ.მ.-ის ბინა.

თავად გივი ჭიჭინაძის სახელზეა:

  • სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფელ პატარა ეწერში 2111 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული;
  • თბილისში 1999 წელს 10 000 ლარად შეძენილი 54 კვ.მ-ის ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე;
  • 150 კვ.მ. -ის ფართობის ბინა ყაზბეგის გამზირზე, რომელიც ნაჩუქარია;
  • ამბროლაურში, სოფელ ქვემო თლუღში 2003 წელს 2000 ლარად შეძენილი სახლი;
  • ასევე აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე 1998 წელს 1 500 დოლარად ნაყიდი საცხოვრებელი სახლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები