The Lake-ის კონცეფციაზე მუშაობისას Placemakers-ის გუნდისგან გაცხადებულია, რომ მნიშვნელოვანია პროექტის თითოეული სახლი საერთო არქიტექტურულ ხედვას იზიარებდეს, თუმცა ამავდროულად, ინდივიდუალური ხასიათიც ჰქონდეს. საერთაშორისო და ქართველი არქიტექტორების მონაწილეობით იქმნება გარემო, სადაც არქიტექტურა ბუნებრივ ლანდშაფტს ერწყმის, შენობა გარემოს ნაწილი ხდება.
ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბუნებას და არქიტექტურას შორის უწყვეტი კავშირის შექმნაა. NOA Studio-ს ხედვაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინტერიერის და ექსტერიერის ერთიანობას, იმას, თუ როგორ შეიძლება სახლის შიდა სივრცე, ეზო და მიმდებარე ლანდშაფტი ერთიან გამოცდილებად იქცეს.
როგორ შეიძლება ფერდობის ბუნებრივი ხასიათი არქიტექტურული კონცეფციის საფუძვლად იქცეს? როგორ ერთიანდება სახლის ინტერიერი, ექსტერიერი და გარემო ისე, რომ შენობა ლანდშაფტის ორგანულ გაგრძელებად აღიქმებოდეს? The Lake-ის ერთ-ერთი სახლის კონცეფციას და ამ მიდგომის მთავარ პრინციპებზე NOA Studio-ს დამფუძნებელი და არქიტექტორი ქეთუნა ყრუაშვილი გვიამბობს.






























