ინფრასტრუქტურული პრობლემები, ნებართვების ნაკლებობა და გადამზიდავების კომპეტენცია - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელსაც ქართველი გადამზიდავი კომპანიები ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების დროს აწყდებიან. როგორც ცნობილია, ჩინეთთან სახმელეთო გზით ტვირთბრუნვა 40%-ით არის გაზრდილი- ეს ინფორმაცია BM.GE-ის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა. მათი თქმით, სულ უფრო მეტი გადამზიდი იწყებს ჩინეთის მიმართულებაზე მუშაობას, შესაბამისად, არსებული ორმხრივი ნებართვების მიმართულებით კვოტების ზრდაზე მოლაპარაკებები სახელმწიფოებს შორის ყოველწლიურად იქნება. რა შესაძლებლობები და გამოწვევები არსებობს აღნიშნულ სახმელეთო მარშრუტთან მიმართებით, რომელზეც ბიზნესი და მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს?
სტუმარი: ირაკლი ნემსაძე - საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე;