მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკლუბო ბიზნესი თეა წულუკიანს აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

605a3617d13d2
ანუკა ჯოხაძე
23.03.21 23:40
1281
“კულტურის ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის ელემენტარული გადარჩენის პირობები უნდა შეიქმნას”- ამის შესახებ BM.GE-ის კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელმა ქეთა გაბუნიამ განუცხადა. როგორც გაბუნია ამბობს, კლუბები დიდი ხნის განმავლობაში არ განიხილებოდა კულტურის ინდუსტრიის ნაწილად, შესაბამისად, აქამდე მათ კულტურის მინისტრებისგან მხარდაჭერა უბრალოდ არ ახსენდებათ. საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლები ახლად დანიშნულ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ და აქტიურ შეხვედრებს ითხოვენ, რომელიც უბრალოდ შეხვედრისთვის არ ჩატარდება და მას კონკრეტული ეფექტი ექნება.

“მთელი ამ წლების განმავლობაში აღიარებას ვითხოვდით. ახლა უკვე რა მიმართულებით წავა კულტურის სამინისტროს საქმიანობა, ჩემთვის უცნობია, იმიტომ რომ საკმაოდ მოულოდნელი იყო სამინისტროს ისევ ცალკე გამოყოფა. მთავარი არის ის, რომ ზედმეტად არასდროს არ უნდა ჩაერიოს კულტურაში სახელმწიფო. არ უნდა უკარნახოს რა გააკეთოს. ახლა ისეთი კრიზისია, რომ მსოფლიოში ზუსტად კულტურის დარგების სუბსიდირება მიმდინარეობს. დაფინანსება დაიწყეს იმისთვის, რომ გადარჩეს ეს სფერო. მესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ვერ შეედრება სხვა ქვეყნებისას, მაგრამ იმ მოცემულობით რაც გვაქვს, საარსებო მინიმუმი აუცილებლად უნდა მიიღონ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პირველ ეტაპზე. იმ ხალხის დასახმარებლად, რომელიც კულტურის ინდუსტრიაშია დასაქმებული, უნდა შეიქმნას ელემენტარული გადარჩენის პირობები", - ამბობს ქეთა გაბუნია კლუბ “მტკვარზე” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები