მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონდიტრო ნაწარმის იმპორტი მზარდია - პროდუქტი ძირითადად რუსეთიდან შემოდის

 მზა პროდუქტები

საკონდიტრო ნაწარმის იმპორტი იზრდება. 2023 წელს ქვეყანაში 30 000 ტონამდე ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი შემოვიდა, რაშიც 81 მლნ აშშ დოლარი გადავიხადეთ. 2022 წელს კი იმპორტმა 25 633 ტონა შეადგინა (66,5 მლნ აშშ დოლარის), მაშინ როცა 2021 წელს - 23 617 ტონა (45,6 მლნ აშშ დოლარის), ხოლო 2020 წელს - 21 073 ტონა (36,8 მლნ აშშ დოლარის) საკონდიტრო ნაწარმი შემოვიტანეთ. ამის შესახებ საქსტატის მიერ მომზადებულ 2023 წლის საგარეო ვაჭრობის დოკუმენტშია აღნიშნული.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში, უკვე 60,7 მლნ აშშ დოლარის პურეული მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისგან დამზადებული მზა პროდუქტები და ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი შემოვიტანეთ. მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია, რომელზეც იმპორტის მესამედი მოდის, შემდეგ მოდის თურქეთი, უკრაინა, გერმანია, პოლონეთი, იტალია, საფრანგეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და კიდევ ათობით სხვა ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, იზრდება საკონდიტრო ნაწარმის ექსპორტიც. მაგალითად, 2023 წელს ჯამში 21,5 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა ექსპორტზე, 2022 წელს - 15,6 მლნ დოლარის, ხოლო 2021 წელს - 1,9 მლნ აშშ დოლარის.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კი, საქართველოდან 11,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პურეული მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისგან დამზადებული მზა პროდუქტების და საკონდიტრო ნაწარმის ექსპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები