მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკონსტიტუციო სარჩელი ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვაზე

BM.GE
04.02.19 11:20
1040
გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ მორიგი სარჩელით მიმართა და ფინანსთა მინისტრის ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ბრძანება ხორბლის იმპორტის და რეექსპორტის სახლემეთო ტრანსპორტით მომსახურების აკრძალვას ეხება, რომლის ამოქმედებად 2019 წლის 1 ოტომბრამდეა გადავადებული. გახსოვთ ალბათ შემოდგომის დასაწყისში გამართული ხმაურიანი აქციები, რომლის საფუძველზეც სწორედ ამ გადავადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ფინანსთა მინისტრის მიერ 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ და მხოლოდ რკინიგზას და პორტებს ენიჭებათ. სხვა გზებით ხორბლის საზღვარზე ტრანსპორტირება აკრძალული ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი არგუმენტაციით ივანე მაჭავარიანის ბრძანება კონსტიტუციის 31-ე და 21-ე მუხლებს პირდაპირ არღვევს.

სტუმრები: გიორგი გეწაძე - ადგილობრივი მწარმოებლების წარმომადგენელი;
ედუარდ მარიკაშვილი - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", იურისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები