მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლომ ერდოღანს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის შეცვლა აუკრძალა

თურქეთ

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტთან შეუსაბამოდ ცნო პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ გაცემული განკარგულება, რომელიც მას ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის გადაყენების და შეცვლის უფლებას აძლევდა.

სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება არაკონსტიტუციურად ცნო და ის ანულირებულად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერდოღანს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის შეცვლის უფლება ჩამოერთვა.

მოსამართლეები ერთხმად თანხმდებიან იმაზეც, რომ უწყების ხელმძღვანელი ერდოღანმა აქამდე უკანონოდ შეცვალა, ვინაიდან, მის განკარგულებას კონსტიტუციური საფუძველი არ ჰქონია, რადგან ის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ არ იყო დამტკიცებული და წარმოადგენდა ერდოღანის თვითნებურ გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთი ხელმძღვანელი გამოიცვალა, თითქმის ყოველი ცვლილება სწორედ ერდოღანთან იყო დაკავშირებული, რომელიც სამნიშნა ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთს ამცირებდა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები