საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა. როგორც პრეზიდენტი, ისე არასამთავრობო სექტორი, პარლამენტის წევრები და მედია ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოსგან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ე.წ რუსული კანონის სადავო ნორმების შეჩერების შუამდგომლობას აყენებდნენ. “არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გამოქვეყნებულ საოქმო ჩანაწერში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. სასამართლო ამბობს, რომ საქმეს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში განიხილავს. რა გვითხრა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით და როგორ ასაბუთებს ის მას?
სტუმარი: გიორგი გოცირიძე - საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი;