მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ახლა, საქმე განსახილველად პლენუმს გადაეგზავნება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია.

ამ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის, ანუ სასამართლოს სრული შემადგენლობის - 9 მოსამართლის - პრეროგატივაა.

პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს „კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“.

ვინ განიხილავს რუსული კანონის (არა) კონსტიტუციურობას? - 9 მოსამართლის დეკლარაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები