მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით "ოცნების" სარჩელი გამოაქვეყნა

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის "ქართული ოცნების" 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას ითხოვს.

სარჩელის ადრესატებად დასახელებულია პოლიტიკური პარტიები:

  • ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“;
  • კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“;
  • ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“.

სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის მიზანია „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“, რის საფუძველზეც დეპუტატები ითხოვენ პარტიების დარეგისტრირების გაუქმებასა და საქმიანობის აკრძალვას.

სარჩელი რამდენიმე თავისგან შედგება და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა;
  • არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების იდენტიფიცირება;
  • ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;
  • 2008 წლის აგვისტოს ომისა და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასება.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტს თან ერთვის:

  • პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2003–2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის შესახებ;
  • პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო მოწმობები;
  • სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარჩელის მიღებაზე გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები