მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკონსტიტუციოში ოქტომბერში შევა სარჩელი" - როდის აპირებს "ოცნება" ოპოზიციის აკრძალვას?

კობახიძე
27.09.25 11:30
628

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ. "ოცნების" პრემიერმა ამის შესახებ ჟურნალისტებს გმირთა მოედანზე განუცხადა, სადაც სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ის ირწმუნება, რომ ეს დემოკრატიული პროცესია.

„ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები