მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსულოების, საგარეოსა და ცესკო-ს პასუხისმგებლობაა, უბნები ისე მოაწყონ, რომ დიასპორისთვის პრობლემა არ შეიქმნას - პრეზიდენტი

ზურაბიშვილი

საკონსულოების, საგარეოს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, უბნები ისე მოაწყონ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა დიასპორის წარმომადგენლებისთვის, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე თქვა, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ.

„19 დღე რჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკო-ს, საგარეოს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა, რომ შეძლონ ხმის მიცემა იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება. ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველა უნდა მოვემზადოთ, რომ ხმები იყო დაცული. ყველა მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ხმაზე, რომ მივიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ახალგაზრდებასაც მიმართა: "თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. ამიტომ, თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ ტრენინგებისთვის, ეს არის „ჩვენი ხმა“ და მინდა, მოგიწვიოთ აქ. მინდა, ყველა იგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რაც არის დამკვირვებლობა. რაც მთავარია, საჭიროა მობილიზაცია, არჩევნებზე მისვლა. მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც ყველა მხრიდან მზადდება, არის მობილიზაცია. ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივიდეთ არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი. ეს ჩვენს ხელშია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები