მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, ამერიკული საკონსულტაციო ფირმის, Glass Lewis-ის დასკვნის თანახმად, TESLA-ს აქციონერებმა კომპანიის გენერალური დირექტორისთვის, ილონ მასკისთვის $56-მილიარდიანი სახელფასო პაკეტის დამტკიცებას მხარი არ უნდა დაუჭირონ. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, კომპანიის დირექტორთა საბჭოს მიერ შეთავაზებული ეს პაკეტი აბსურდულად დიდია.
თუკი TESLA-ს აქციონერებმა ილონ მასკს $56 მილიარდი მართლაც გადაუხადეს, ეს იქნება ყველაზე დიდი სახელფასო პაკეტი, რომელიც კორპორაციული ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ოდესმე გაცემულა. თავად ამ ანაზღაურებას კი, რომელიც ხელფასსა და ბონუსს არ მოიაზრებს, ილონ მასკი იმ დაშვებით ითხოვს, რომ 2028 წლამდე, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $650 მილიარდამდე გაიზრდება. ამ გადაწყვეტილებაზე TESLA-ს აქციონერები 13 ივნისს იმსჯელებენ.