მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკრებულომ 10 პროექტისთვის K2 კოეფიციენტის (სართულების) გაზრდას მხარი დაუჭირა - რა თანხა შევა ბიუჯეტში?

მშენებლობა

თბილისის საკრებულოს 23 სექტემბრის სხდომაზე 10 პროექტისთვის K2 კოეფიციენტის მატებას, ანუ სართულების ზრდას, დაუჭირეს მხარი. რიგ შემთხვევაში კოეფიციენტის მატების სანაცვლოდ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან ცხრა ობიექტის მიერ გადასახდელი თანხა 12,978,000 ლარია. თანხა არ არის მითითებული ფონიჭალის შემთხვევაში.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, K2-ის მატების შედეგად მიღებული თანხები მოხმარდება ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას.

უფრო დეტალურად, ეს პროექტებია:

  1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ცამეტი ასურელი მამის ქუჩა, N124; ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვახტანგ VI-ის ქუჩა, N9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია K2 კოეფიციენტის გაზრდა 4.6-დან 8.3-მდე, რაც გულისხმობს ორი 19 სართულიანი შენობის განთავსებას. დაინტერესებული პირი მზადყოფნას გამოხატავს ბიუჯეტში გადაიხადოს 3 მლნ 282 ათასი ლარი.
  2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, მუხიანის IVა მ/რ, კორპუსი N8-ისა და კორპუსი N9-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია K2 კოეფიციენტის გაზრდა 2.5-დან 4.0-მდე, რაც გულისხმობს სამი სართული დამატებას და განთავსდება 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაინტერესებული მხარე ბიუჯეტში გადაიხდის 466 000 ლარს.
  3. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, ოქროყანის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილია K2-ის გაზრდა 1.5-დან 1.8-მდე, რაც გულისხმობს ორ შენობა-ნაგებობაზე თითო სართულის დამატებას. დაინტერესებული მხარე ბიუჯეტში გადაიხდის 1 მლნ 113 ათას ლარს.
  4. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქ თბილისში, ვარკეთილი 3, კორპუსი N319-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილია K2-ის გაზრდა 2.5-დან 3.8-მდე, რაც გულისხმობს სამი სართულის დამატებას და განთავსდება 9 სართულიანი კორპუსი. დაინტერესებული მხარე ბიუჯეტში გადაიხდის 1 მლნ 317 ათას ლარს.
  5. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, გიორგი მდივანის ქუჩა, N13-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე K2-ის გაზრდა 2.5-დან 4.5-მდე, რაც გულისხმობს 6 სართულის დამატებას. დაინტერესებული მხარე ბიუჯეტში გადაიხდის 710 ათას ლარს.
  6. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი, N117-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე K2-ის გაზრდა 4.6-დან 4.8-მდე, რაც გულისხმობს 4 სართულის დამატებას და განთავსდება 25 სართულიანი კორპუსი. დაინტერესებული მხარე ბიუჯეტში გადაიხდის 1 მლნ 793 ათას ლარს.
  7. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, გლდანის დასახლება, III მიკრო/რაიონი, მემედ აბაშიძის ქუჩა N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე K2-ის მატება 2.5-დან 4.0-მდე, რაც გულისხმობს 6 სართული დამატებას და განთავსდება 16 სართულიანი შენობა. დაინტერესებული მხარე ბიუჯეტში გადაიხდის 1 მლნ 388 ათას ლარს.
  8. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე K2-ის გაზრდა 4.4-მდე, რაც 4 სართულის დამატებას და ჯამში 11 სართულიანი შენობის განთავსებას გულისხმობს.
  9. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, ვაჟა ივერიელის (ყოფილი საბადურის) ქუჩა, N39-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე K2-ის გაზრდა 2.5-დან 4.9-მდე, რაც 10 სართულიანი საცხვორებელი სახლის განთავსებას გულისხმობს. დაინტერესებული მხარე ბიუჯეტში გადაიხდის 2 მლნ 100 ათას ლარს.
  10. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე - ქალაქი თბილისი, ხიზაბავრის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე K2-ის გაზრდა 3.5-დან 4.6-მდე, რაც გულისხმობს 4 სართულის დამატებას და ჯამში განთავსდება 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაინტერესებული მხარე ბიუჯეტში გადაიხდის 809 ათას ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები