მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში 62 სესხი გაიცა

5f7353e96baf9
სალომე მეცხვარიშვილი
29.09.20 23:10
1700
საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში 62 სესხი გაიცა - ამის შესახებ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის განვითარების უფროსი ლაშა ბოსტაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, 28 სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო 62 სესხის გარანტორად ჩადგა. სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მოცულობა 50 მილიონი ლარია, აქედან 45 მილიონის გარანტორი კი სახელმწიფოა.

“ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ისეთი დივერსიფიცირებული, რომ ფაქტობრივად მოიცავს ყველა დარგს”,- აცადებს ლაშა ბოსტაშვილი.

მისივე თქმით, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის ფარგლებში საკმაოდ დიდი მოთხოვნა ახალ სესხებზე ფიქსირდება და არა უკვე არსებულის რესტრუქტურიზაციაზე, თუმცა, მოთხოვნა ამ მიმართულებითაც მზარდია და ამ დროისთვის 5%-ს მოიცავს.

შეგახსენებთ, განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა ივლისიდან ამოქმედდა და მისი ჯამური ბიუჯეტი 20 მილიონიდან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები