მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში “გაფუჭებული” პორტფელების წილი 0.7%-ია - ხიდურელი

64abd403d0837
BM.GE
10.07.23 14:05
704
სტატიაში საუბარია:
“აწარმოე საქართველოშის” გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ გეგმავენ სახელმწიფო პროგრამას ეკონომიკის ახალი სექტორები დაემატოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია სექტორები.

სააგენტოს ანგარიშის წარდგენისას, ხიდურელმა ასევე აღნიშნა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში “გაფუჭებული” პორტფელის წილი 0.7%-ს შეადგენს.

“ჩვენი პროგრამების გავლენის ეკონომიკური ანალიზი ძალიან პოზიტიურ ტრენდს აჩვენებს. თითოეულ დახარჯულ ლარზე სახელმწიფო ბიუჯეტში და მთლიან შიდა პროდუქტში შევიდა 4.5 ლარზე მეტი თანხა. ასევე თითოეულმა ლარმა მოიტანა 1.5-ჯერ მეტი დამატებითი გადასახადი ქვეყნის ბიუჯეტში. თითო ლარმა კომპანიებისთვის 14-ჯერ მეტი შემოსავლის მოახდინა სტიმულირება. ბევრი პარამეტრი გავზომეთ. მაგალითად, ექსპორტის პროგრამების მონაწილეებისთვის 30%-ით გაიზარდა ექსპორტი. ასევე ძალიან პოზიტიური შედეგი გვაქვს მიკროგრანტების პროგრამაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა, სადაც კომპანიების “გადარჩენის” მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მცირე ბიზნესები, რომლებიც დავაფინანსეთ, ისევ აგრძელებენ ოპერირებას. ასევე ძალიან საინტერესოა შედეგები შემოსავლების ზრდის კუთხითაც. შევადარეთ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარების შემოსავლების ზრდა, ზოგადად ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელს, აქაც ვხედავთ, რომ ჩვენი ბენეფიციარი კომპანიები 2-ჯერ მეტ შემოსავალს აგენერირებენ. აქედან შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ჩვენს პროგრამებში ჩართვის შემდეგ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები უმჯობესდება და ის არის ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტი, ვიდრე ქვეყნის ზოგადი სტატისტიკა”, - აცხადებს ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები