მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრუიზო კომპანიების საბაზრო ღირებულება $47.7 მლრდ-ით შემცირდა

5e6b740937308
ნათია თაქთაქიშვილი
13.03.20 21:00
1272
საკრუიზო ბიზნესის ოპერატორი კომპანიების აქციებზე ფასი 20%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ მოგზაურებს აშშ-ში შესვლა 30 დღით აუკრძალა კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Fox Business-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საკრუიზო ინდუსტრია სწორედ იმ სექტორთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. 21 იანვრის შემდეგ, სამ დიდ ოპერატორ კომპანიას Carnival Corp.-ის, Norwegian Cruise Line Holdings-ის და Royal Caribbean-ის საბაზრო ღირებულება 47.7 მლრდ აშშ დოლარით შეუმცირდათ.

პირველად კორონავირუსი საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე გავრცელდა და აღნიშნული ვირუსით 700-ი მოგზაური დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 6 ინფიცირებული. ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილი იქნა Princess Cruise-ის ორ სხვა ლაინერზეც.

13 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის საერთო დადასტურებულმა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 135,106 შეადგინა, გარდაიცვალა 4,990 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 70,405 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები