ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის შოუსთვის შეარჩიეს - ამის შესახებ ინფორმაცია მატილდა გვარლიანის სამოდელო აგენტმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბრენდი საკულტო შოუთი ბრუნდება, 15 ოქტომბერს სხვა სუპერ მოდელებთან ერთად, პოდიუმს ქართველი მოდელი დაამშვენებს.