საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 211-ე დადგენილება, რითიც განისაზღვრა იმ სექტორებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა. საუბარია საქმიანობის იმ სფეროებზე, რომლებიც 30 მარტს დამტკიცებულ დადგენილებაში გამონაკლისებად არ იყო აღიარებული. ამასთანავე, განახლებულ დოკუმენტში დაზუსტდა, ტექსტი საკურიერო და საფოსტო მომსახურების შესახებ.
დანართი 2, რომლითაც ნებადართული ეკონომიკური საქმიანობები არის ჩამოთვლილი:
“საფოსტო და საკურიერო მომსახურება”
თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ მიტანის სერვისს დადგენილების მიხედვით, ე.წ. დელივერი სერვისი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვების ან ფარმაცევტული საქონლის მიტანა ხდება.
დადგენილების მეშვიდე მუხლი, “ო” ნაწილი:
“„ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“).”- წერია დოკუმენტში.
შესაბამისად, გარკვეულწილად ბუნდოვანი რჩება თუ რა სახის მიტანის სერვისი არის ქვეყანაში ნებადართული.




























