მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!" - პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა სამსახური დატოვა

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ალექსანდრე ძაძამიამ, აპარატის უფროსს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიმართა.

ალექსანდრე ძაძამია, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შესაბამის ბრძანებას LinkedIn-ზე თავად აქვეყნებს.

"საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!" - წერს ალექსანდრე ძაძამია.

LinkedIn-ის ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ძაძამია საქართველოს პარლამენტის IT დეპარტამენტში 2013 წლიდან მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები