მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება - ვინ უნდა უზრუნველყოს „სურსათის ბანკის“ შექმნა?

საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდება - პარლამენტი სურსათის ბანკის შექმნისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს განხილვას დაუბრუნდა. აგრარულმა კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე განიხილა. საქართველოში ყოველწლიურად საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის ჯერ კიდევ გამოსაყენებლად უვნებელი სურსათი ნადგურდება. მაგალითად 2019 წელს 1584 ტონა სურსათის ჩამოწერა მოხდა, 2020 წელს 1982 ტონის, ხოლო 2021 წელს 1685 ტონა სურსათი ჩამოიწერა და განადგურდა. 

საკანონმდებლო ინიციატივით, ბიზნესოპერატორები მოგების გადასახადით არ დაიბეგრებიან საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდებისას და მათი იგივე ქმედება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით იქნება გათავისუფლებული. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ცალსახად დადებითია, პრაქტიკაში მის დანერგვას გამოწვევები ახლავს თან... როგორ უნდა შეიქმნას მთელი ჯაჭვი, რომელიც რომელიც მოიცავს შეწირულობის სახით გაცემული სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და მის შემდგომ განაწილებას - ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი მის უვნებლობაზე და იქნება თუ არა საგადასახადო შეღავათები საკმარისი მოტივაცია ბიზნესოპერატორებისთვის შესწირონ სურსათი, რომელსაც დღეს ნადგურდება?

სტუმარი: მირანდა მანჯგალაძე - რიტეილ ექსპერტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები