მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრას გეგმავს

პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან მასშტაბურ შეხვედრებს დაიწყებს.

ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის შეხვდება ბიზნესსაც, რათა ქვეყანა ეკონომიკური და ფინანსურ კრიზისისგან ერთად გადავარჩინოთ.

„მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან. [შევხვდები] ბიზნესს, რომელთანაც აუცილებელია მქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, როგორ უნდა გადავატანინოთ ამ ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო. ქვეყანა ერთად უნდა გადავარჩინოთ ერთად. ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ კრიზისს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში ის შეხვდება საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს. ასევე ივლის რეგიონებშიც. სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, დაგეგმილი აქვს ვიზიტები საზღვარგარეთაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები