საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.