მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი დიდ ძალისხმევას ხარჯავდა, რომ საზღვარგარეთ ელჩები არ გვყოლოდა - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

დღეს ძალიან ბევრ საელჩოს არ ჰყავს ელჩი და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები - იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდა, რომ საზღვარგარეთ ელჩები არ გვყოლოდა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

კითხვას, როდის დაიწყება ელჩების დანიშვნის პროცესი საზღვარგარეთ, რადგან რამდენიმე ელჩმა დატოვა თანამდებობა, მათ შორის დავით ზალკალიანმა აშშ-ში ელჩის პოსტი? მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ელჩის დანიშვნა და მივლინება კონკრეტულ ქვეყანაში, საკმაოდ გრძელ პროცედურებს უკავშირდება და ეს პროცედურები ძალიან მალე დაიწყება.

"პროცედურა მალე დაიწყება, რომ საქართველო იყოს სრულად წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე და ის საელჩოები, სადაც გვაქვს საელჩოები, ჩაბარდეს ელჩებს. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრ საელჩოს არ ჰყავს ელჩი და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები - იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდა იმაზე, რომ საქართველოს დიპლომატიური კორპუსი არ ყოფილიყო სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე და ჩვენ გვყოლოდა ელჩები.

დავით ზალკალიანის გადაწყვეტილება იყო ასეთი, მას ვერავინ შეუშლიდა ხელს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ელჩებს, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ ერთს ვიტყვი, როდესაც დიპლომატიურ კორპუსზეა საუბარი, ჩემთვის ეს უწყება, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი, ეს არის ქვეყნის თავდაცვის და ქვეყნის ინტერესების დაცვის პირველი წინა ხაზი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პირველი წინა ხაზის სიმტკიცეს და სიძლიერეს.

ვიდრე ვიქნები საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც სჭირდება საქართველოს ინტერესების დაცვას და საქართველოს უსაფრთხოების დაცვას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები