სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, ევროპელ ლიდერებს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, პრეზიდენტი ესაუბრა:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს;
ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენის;
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას;
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს;
პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარსელუ რებელუ დი სოს;
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსის;
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალარ კარისის;
ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ დე კროს;
შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს;
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ხვალ, 7 ნოემბერს გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს. სამიტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.