მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილი იყო „ნაცმოძრაობის" და არა საქართველოს პრეზიდენტი - კობახიძე

კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერმა დღეს, ინაუგურაციის შემდეგ განცხადება ყაველაშვილის მილოცვით დაიწყო და შემდეგ, ტრადიციულად ისაუბრა სალომე ზურაბიშვილისა და ნაციონალური მოძრაობის კავშირზე.

კობახიძის თქმით, მანამდეც ის იყო, „ნაცმოძრაობის და არა საქართველოს პრეზიდენტი“.

„მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ის საინტერესო", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები