მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლოში საქმეების განხილვის ვადებში პრობლემას ირაკლი კობახიძეც ხედავს

ჩაქუჩი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის წარდგენისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლოში საქმეთა განხილვის ვადები სისტემური პრობლემაა და მსჯელობაა საჭიროა.

"სასამართლოში ვადები, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სისტემური საკითხია, რაზეც ბუნებრივია მუშაობა საჭიროა. მათ შრის კანონმდებლობის დონეზეც, თუ რამე შეიძლება გაკეთდეს ამაზეც საჭიროა მსჯელობა", - განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის ინდექსის კვლევის თანახმად, გადატვირთულობის პრობლემის არსებობას თავად სასამართლო სისტემაც აცნობიერებს, ამაზე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2019 წლის ანგარიშიც, სადაც სასამართლოთა გადატვირთულობა სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა.

2022 წელს ერთ მოსამართლეზე საქართველოში 737 განხილული, 299 განუხილავი საქმე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები