მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრიტანეთის საგარეო კომიტეტს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი

"საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბრიტანეთის საგარეო კომიტეტს მიმართავს", - ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პარლამენტმა გაავრცელა, რაც ცოტა ხნის წინ, თავად სალომე ზურაბიშვილმაც დაადასტურა "TV პირველის" ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა თბილისის დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად ჩაერთვება.

საუბრის მთავარი თემა, რუსული დეზინფორმაცია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები