საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს შეხვდა.
"ლატვიის პრეზიდენტთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ჩვენი ევროპული გზისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას გიხდით წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტია", - წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
საქართველოს პრეზიდენტი მანამდე ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ალან კარისს შეხვდა.