მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე ინფორმაცია გაავრცელა ორივე მხარემ.

სალომე ზურაბიშვილი:

„ედგარს რინკევიჩს შევხვდი. მან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მადლობა ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის“.

ედგარს რინკევიჩი:

„რიგის ციხესიმაგრეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე“.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, შეხვედრებს ლატვიაში მართავს. გუშინ კი, ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები