მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

სს

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება ამ დილით, 10 საათზე მივიღე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არასწორია, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, პროცედურები წინ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მე საკუთარ თავთან ერთად, ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მივიღე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ თქვა, რომ ისინი ელოდნენ ამ განაჩენს. ადვოკატები ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ.

22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით აქციაზე დააკავა. მას რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები