მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

სალომე ზურაბიშვილი
13.02.25 19:28
622

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 14 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან.

მათივე ცნობით, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები