საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - „იფიცება საქართველო!“ შეუერთდა. ზურაბიშვილი კოსტავას გამზირზე გაფიცულ მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა.
„მე ვდგავარ ამ ხალხთან ერთად, რომელიც დღეს იფიცება. ეს არის სიახლე ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ არის სიახლე მსოფლიო პოლიტიკაში. ეს არის მშვიდობიანი ფორმა პროტესტის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.