მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა. შეხვედრა გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე აქციების შესახებ. განვიხილეთ დამატებითი ქმედებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.

ცნობისთვის, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი დღეს ორმხრივ შეხვედრებს გეგმავს მოლდოვას, ჩეხეთის და ესტონეთის პრეზიდენტთან, აშშ-ს დელეგაციასთან, ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, ლატვიის სემის თავმჯდომარის მოადგილესთან. დღესვე ის შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები