მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ესაუბრა

სს

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

საუბრის შინაარსის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ: იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. წინ არის პრეზიდენტის ვეტო და ვენეციის კომისიის მოსაზრება. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალ კვირას გამოქვეყნდება - ამის შესახებ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა წუხელ დაწერა.

საკითხზე პოზიცია დააფიქსირა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ ეს კანონი დააშორებს საქართველოს აშშ-სთან. გვაქვს სენატორების განცხადებაც და სხვა ბევრი გამოხმაურება დასავლელი მეგობრებისგან, რომლებიც მიუთითებენ რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის ევროკავშირის ინტერესებთან თანხვედრაში და შესაძლოა პრობლემები შეექმნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, თითქმის ერთი თვეა მოქალაქეების დიდი ნაწილი ქუჩაში "რუსულ კანონს" აპროტესტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები