მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი Stadler-ის დირექტორს შეხვდა

61f26e73d0ede
ინგა მურუსიძე
27.01.22 14:16
1124
საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიული კომპანიის Stadler Rail აღმასრულებელ დირექტორ პიტერ სპულერს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია Stadler Rail-ის საინვესტიციო გეგმებს საქართველოში, სარკინიგზო მატარებლების მოდერნიზაციისა და ადგილობრივი წარმოების საკითხებს.

შეხვედრისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ სპულერმა ისაუბრა მატარებლების და საჭირო ნაწილების ადგილობრივი ასაწყობი ხაზის შექმნის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მატარებლების პარკის მოდერნიზაციას, სარკინიგზო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმებას.

პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს მიმართ გამოცდილი კომპანიის ინტერესს და აღნიშნა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნას გაწეული იმისათვის, რომ მოვიზიდოთ მეტი უცხოური ინვესტიცია, მათ შორის ევროპული ბაზრებიდან.

კომპანია Stadler Rail-ი 80-წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს აწარმოებს.

შეგახსენებთ: მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის მშენებლობას ჯერ კიდევ 2018 წლიდან განიხილავს. მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იყვნენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები