საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
პრეზიდენტმა აშშ-ს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ მისი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა აშშ-ის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ მისი ერთგულებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში რამდენიმე დღის წინ წავიდა. მან გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარტიორებთან არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გეგმავს.