საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა უკვე მისცა. ის მთაწმინდაზე, რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა.
„ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში, რადგან ეს არის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლაც შეუძლიათ, რომ აირჩიონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში, ის, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ.
ამავე დროს, ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და ამის იმედი მაქვს. მე ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.