საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს ეხმარება.
პრეზიდენტი მიესალმება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა მწუხარებას გამოთქვამს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ: ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში დღის ახალი ამბები საქართველოში BMG-ის პლატფორმაზე.




























