მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ოფშორების შესახებ“ კანონი საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ოფშორების შესახებ“ კანონი საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე, „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონის გამოყენებით, არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ რუს ოლიგარქებსაც შეეძლებათ საქართველოში აქტივების გადმოტანა.

„არსებობს რუსული კანონი ოფშორებზე და ეს ყველა პარტნიორისთვის შეშფოთების საგანი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ბატონ ივანიშვილს, როგორც მთავარ ოლიგარქს საქართველოში, არამედ შესაძლო, პოტენციურად დასანქცირებულ რუს ოლიგარქებს შეეძლებათ მათი აქტივების საქართველოში გადმოტანა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველოს მარიონეტი მთავრობა ჰყავს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, საქართველო ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს.

"ჩვენს მარიონეტ მთავრობას სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს - გადაწყვეტილებას იღებს, რომ საქართველო ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან თუ ეს საქართველოში გამოვა, მაშინ შეიძლება სხვაგანაც გამოიცადოს. ამ მომენტისთვის კი ამაზე ჩვენი ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები