საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკლარაცია 2024 წლის 29 იანვარს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით მთავარსარდალმა პირადი ხარჯებით ევროპაში ვიზიტებისთვის 2023 წელს 48 217 ლარი დახარჯა. ქველმოქმედებისთვის კი, 55 275 ლარი გაიღო.
პრეზიდენტის პოზიციაზე ხელფასის სახით 1 წელში ზურაბიშვილს 84 220 ლარი აქვს მიღებული, რაც თვიურად 7 018 ლარია. რაც შეეხება ანაბრებს, მას ფრანგული ბანკის, société générale Paris-ის ანგარიშზე 26 840 ევრო აქვს, საქართველოს ბანკის ანგარიშზე კი, 25 460 ლარი.
სალომე ზურაბიშვილის საკუთრებაშია ორი უძრავი ქონება, თბილისში კუფტინის ქუჩაზე 235 კვ.მ სახლი 126.33 კვ.მ მიწის ნაკვეთით და პარიზში, 60 კვ.მ ბინა.
დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტი არ ფლობს კერძო ავტომობილს, სხვა უძრავ ქონებას და კომპანიებს.
სალომე ზურაბიშვილმა ბოლოს, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა წინა წელს მიღებული დაგროვებითი პენსია საფრანგეთში, რომელიც 34 093 ევროს შეადგენდა. ბოლო დეკლარაციაში კი, 2023 წელს მიღებული პენსია კი, 2024 წელს პრეზიდენტს აღარ მიუთითებია.