სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ღირსება გადაარჩინა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტია და მიწვევებითა თუ ვიზიტებით ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს.
" სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება. არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ ახალი პრეზიდენტი და არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია მიწვევებით ან ვიზიტებით. ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. რაც შეიძლება სწრაფად საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს როთი სოციალურ ქსელში.