მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამ სავარაუდო “ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები" - საგამოძიებო სამსახურის განცხადება

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ადგილას მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.

მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურში, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ, "სამი სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრის" არც მისამართს და არც შპს-ების სახელს.

შეგახსენებთ: დღეს, ვაკეში მდებარე, ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. დღესვე, საგამოძიებო სამსახურმა ატლანტიკური საბჭოს ქართველი თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები