საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტი მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 2.8 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი, 12.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის რაოდენობა 86%-ით (1.3 ათასი ტონა) ხოლო ღირებულება 80%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
პირველ კვარტალში დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (2.8 ათასი ტონა) და რუსეთი (0.3 ათასი ტონა)




























